უკვე რამოდენიმე წელია ევროპის პროგრესულ საზოგადოებაში შეინიშნება 1990-იანი წლების მოდისადმი გატაცება. 90 -ანი წლების არა მარტო სტილიზაცია, არამედ ამ პერიოდის მოდით Luxury მარკის და სხავა დიზაინერების აშკარა დაინტერესება.

კონცეპტუალურმა მარკამ Vetements და ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას გამოჩენამ განაახლეს იმ დროის დაკონსერვებული მოდის პლასტი.

გოშა რუბჩინსკი კიდევ უფრო წინ წავიდა. მან 1990-იანი წლების ფორმების და ხასიათის უმოწყალო ექსპლუატაციით საზოგადოების ეპატირება მოახდინა. მოდას აყოლილმა საზოგადოებამ ეს დიდი აღფრთოვანებით მიიღო, რამაც არა მარტო გოშას, არამედ მთელი მოდის ინდუსტრიის გაკვირვება გამოიწვია.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დიზაინერ გოშა რუბჩინსკის წარმატების

ფენომენი დაფუძნებულია იმაზე, რომ მოდას აყოლილნი და ფეშენ წამყვანი დიზაინერები დაიღალნენ ტრენდების დევნით, ხოლო1990-იანი წლების მოდა თავისებურ პროტესტს წარმოადგენდა.

თავის მოდელებში რუბჩინსკი აქტიურად იყენებს 90-იანი წლების რუსული მოდის ნიმუშებს მისი ანტი-სოციალური ელემენტებით, აგრეთვე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ახალგაზრდული მოდის ისტორიას.

ევროკავშირის რუსეთისადმი სანქციების და რუსეთის ისტორიისადმი ინტერესის ფონზე, ეს ძალიან აქტუალურად გამოიყურება.

რუბჩინსკის მიერ შექმნილი ტანსაცმლის მოდელები ადვილად ამოსაცნობია რუსული ქუჩის კულტურის ნიმუშების, სტილის და ესთეტიკის მიხედვით, რაც მიუწვდომელია ამერიკელი და ევროპელი დიზაინერებისთვის. ამიტომაცაა, რომ რუბჩინსკის კოლექციებმა აღაფრთოვანა განებივრებული ევროპელები.

1990-იანი წლების საბჭოთა მოდის ისტორია — ეს არის ერთმანეთში არეული მოდის ცალკეული სახლებისა და დიზაინერების საკუთარი სტილის შექმნის მცდელობა, როკ-მუსიკის გავლენა, ქუჩის მოდის, ალტერნატიული მოდის დაბადება.(90-იანი წლების ტერმინი ,,არაფორმალები,,)

ეს კულტურა ბაძავდა ამერიკელი ახალგაზრდების მოდას, მაგრამ იყო მიუწვდომელი, ამიტომ შეიქმნა რაღაც სრულიად ახალი, ყალბი(ერზაცი), იმიტაციური მოდა.

გოშა რუბჩინსკის წარმატების ფენომენი

თანამედროვე რუსული მოდა1970-იან წლებში დაიბადა (ბედის ირონია-საბჭოთა იდეოლოგიის აბსოლუტური პიკის დროს).

იმ დროისათვის, საბჭოთა მოდის ინდუსტრია უიმედოდ მოძველებული იყო.

დიზაინერებმა მხოლოდ 1980-იან წლებში მიიღეს ნებართვა კოლექციებზე მოეთავსებინათ საკუთარი სახელი, გაეხსნათ ატელიეები, რომლებიც საბჭოთა ელიტის ყველაზე მდიდარ წარმომადგენლებს ემსახურებოდნენ.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, საბჭოთა ფილმებში ჩვენ ვხედავდით ტანსაცმელს, რომლის ყიდვაც საბჭოთა კავშირში შეუძლებელი იყო.

დანარჩენი მოსახლეობა კი სტანდარტულ ტანსაცმელს სტანდარტულ უნივერმაღებში, ხოლო ,,ჯინსებს,, და სხვა ,,დეფიციტურ,, და იმპორტულ საქონელს ხელზე ყიდულობდა. იმპორტული საქონელი ძირითადად მეზღვაურებს შემოჰქონდათ.

ასე გამოჩნდა ქუჩის მოდის საბჭოთა ფენომენი — დასავლური ესთეტიკის რამდენადმე დამახინჯებული წარმოდგენით და უნიკალურობის შექმნის მცდელობით.

„გაბატონებულ საბჭოთა მოდაში“ ბრძოლა მიდიოდა ტიპიურ საბჭოთა სტილსა (რუხი პალტოები, ბეწვის რუხი ფანელის კოსტუმები) და „შავ“ ბაზარს შორის — ჯინსები და სპორტული ტანსაცმელი Levi, თანამედროვე დიზაინერების საყვარელი ტანსაცმელი, რომელიც ევროპელ ახალგაზრდებში ემოციურ გამოძახილს იწ ვევდა.

გარკვეული მოდის შექმნის ნაცვლად საბჭოთა ახალგაზრდობაიყენებდა შემთხვევით ნივთებსა და ახირებებს, რასაც ნაწილობრივ შეიძლება შევხვდეთ დემნა გვასალიასა და გოშა რუბჩინსკის კოლექციებში.

სამხედრო და სპორტულმა სტილმა საბჭოთა პანკების მთელი თაობა შექმნა, შინაარსით დატვირთული სიმბოლოებით

და სტილით,რომელთაც იცნობდა რუსეთის მთელი მოსახლეობა.

გოშა რუბჩინსკის წარმატების ფენომენი

რუს, მოდას მიმდევარ ახალგაზრდებს შორის გამოირჩეოდნენ „სტილაგები“ რომლებიც იმპორტულ საქონელს „შავ“ ბაზარზე, გადამყიდველებისგან, „ფარცოვშიკებისგან“ ყიდულობდნენ. ამით ცდილობდნენ შეექმნათ დასავლური დენდის სახე, დასავლური მოდის ბუნდოვანი წარმოდგენით.

ყოფილიყავი მოდური, საბჭოთა კავშირში ძალიან ძნელი იყო. 1980-იან წლებში საბჭოთა მოდა მხატვრულ სუბკულტურებად იყო დაყოფილი, ძირითადად მუსიკაზე ორიენტირებული (პანკები, ახალი ტალღა-დისკო, მეტალისტები-როკერები-არაფორმალები). ასეთი უწესრიგო გავლენის მიუხედავად საბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობას უბრალო და კონსერვატიული სტილი იზიდავდა. საბოლოოდ, კონსერვატიზმი — აი რა არის რუსეთი. ამან საზოგადოებაში მკვეთრი განხეთქილება გამოიწვია.

საბჭოთა კავშირში ალტერნატიული მოდა მხატვრულ მოძრაობად უფრო იქცა, ვიდრე რეალურ მოდად. საბჭოთა კერპებისა და ნიშნების(პანკები ლენინის პროფილით ჩვეულებრივ სანახაობას წაროადგენდა)პაროდიებით.

გოშა რუბჩინსკის წარმატების ფენომენი

საბჭოთა კავშირში ალტერნატიული მოდა განუყოფელი იყო ალტერნატიული მუსიკალური და მხატვრული სცენებისაგან. საბჭოთა ახალგაზრდობას იმდენი ჰქონდა სათქმელი, რომ ისინი ცდილობდნენ ყველაფერი ეთქვათ უცებ და რაც შეიძლება ხმამაღლა, მთავრობის უკმაყოფილების ფონზე.

ფილმში „ასსა“ სრულადაა ასახული ახალგაზრდობის მოლოდინი ცვლილებების და არა მარტო ცვლილებების, არამედ მოთხოვნების შესახებ.

გარდაქმნის დაწყებასთან ერთად მთავრობის და საზოგადოების დამოკიდებულება“ ალტერნატიული მოდის“ მიმართ სიბრაზე დაინტერესებაში გადავიდა. თუმცა პანკებსა და მეტალის გულშემატკივრებს ძველებურად ფრიკებად (განსხვავებული შეხედულებების)თვლიდნენ. ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა 2000 წლებამდე. გარდაქმნამ კიდევ ერთი შემობრუნება იზეიმა — იდეა იმის შესახებ, რომ ელიტაც შეიძლება მოდური იყოს. მოდის ლეგენდარულ სახლში კუზნეცკი ხიდზე, მოსკოვის პრესტიჟულ ქუჩაზე, ხშირად ნახავდით გენერალური მდივნის (მიხეილ გორბაჩოვის) მეუღლეს — რაისა გორბაჩოვას,რომელიც გახდა მოდის სახლის მფარველი. მან პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში მოიწვია პიერ კარდენი და ივ სენ ლორანი საკუთარი კოლექციების წარსადგენად. გორბაჩოვის თაოსნობით, საბჭოთა კავშირში გამოჩნდა 1949 წელს დაფუძნებული ჟურნალი „Burda Moden“, რომელიც გვთავაზობდა საკმაოდ მსუბუქ და უწყინარ ტიპურ ევროპულ სტილს.

რუსეთში ჟურნალის გამოჩენით, რუსეთის მოდის ახალი ერა დაიწყო.თქვენ ან ატარებდით თავისუფალ, პასტელის სვიტერს პრინტით მკვეთრ ლურჯ ჯინსის ქურთუკთან ერთად, ან იყავით ფრიკი ალტერნატიული მოდიდან. არ არსებობდა რეალური შუალედი. ზუსტად ამ მეტალისტებს, პანკებს, „სტილაგებს“, ჰიპებს და სხვა არაფორმალებს, აგრეთე იმ დროის ქუჩის მოდას მიმართეს გოშა რუბჩინსკიმ და დემნა გვასალიამ. მათი ნამუშავრები მელანქოლიურ შეტევებს, დაკარგული საბჭოთა იმპერიის სინანულის გრძნობას იწვევდა. ამასთან ევროპელები თითქმის დაავადნენ ამ პერიოდის კიდევ ერთხელ განცდის სურვილით.

design by გოშა რუბჩინსკი

design by გოშა რუბჩინსკი

Гоша Рубчинский

1990-იანი წლების საბჭოთა მოდა ნამდვილად ასახავდა იმას, რასაც ახალგაზრდები განიცდიდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ — იმედგაცრუებას. ეს იყო პროტესტი, რომელიც ამ სახით გამოიხატა.

ახლა, როცა თვითგამოხატვის თავისუფლება ევროპის თვითგამოხატვის ძირითად კანონად იქცა, ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის დიზაინერები რუბჩინსკის სკინჰედები თუ გვასალიას ბებიები ქურქებში ზარზეიმით მიიღეს.

ბედის ირონიით ამ მსუბუქმა საბჭოთა „მეინსტრიმმა,“ შექმნა რაღაც ორიგინალური: ახალგაზრდული ქუჩის სუბკულტურა, როგორც გადარჩენის საშუალება 70-იან და 80-იან წლებში, ახლა ის წარმოადგენს სრულიად ახალ საშუალებას, რომ შევხედოთ რას ვატარებთ.

ევროპული მოდა გამოცოცხლებას საჭიროებდა.

რუბჩინსკი აბრუნებს მოდას „ნორმალურობის“ თემისკენ, „ეთამაშება“ სპორტულ სამოსს Adidas, კირილლიცასა და oversize ზომებს.

vetements
vetements

vetementsvetements