Maison Martin Margiela ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ მოდურ ბრენდს წარმოადგენს, რომელმაც როგორც მასშტაბურ კომერციულ წარმატებას, ასევე ხანგრძლივი კულტურული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია.

მან ამ დარგში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ორგანიზაციის რეპუტაცია მოიპოვა.

დღემდე არავინ იცის, თუ როგორ გამოიყურება ამ მარკის დიზაინერი — Martin Margiela (მარტინ მარჟელო).

ბრენდის დებიუტი 2009 წელს შედგა, აქედან მოყოლებული ბრენდი Maison Martin Margiela (მმმ) უნიკალური დიზაინის, მარკეტინგის მეთოდებისა და ფილოსოფიის წყალობით დღემდე ყვავის.

ჩვენ ყურადღებით უნდა შევისწავლოთ საკვანძო ასპექტები, რაც განსაზღვრავს ამ მოდური სახლის ესთეტკიკასა და ისტორიას, ამით ნათელი მოვფინოთ ლეგენდარული ბრენდის კულტურასა და შექმნის ისტორიას.

Maison Martin Margiela-სა და Converse -ის კოლაბორაცია
Maison Martin Margiela-სა და Converse -ის კოლაბორაცია

კრეატიული ბრენდის Maison Martin Margiela-ს დამაარსებლის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ ეტაპებს, რაც მისი დიზაინერული კარიერის ძირითად მომენტებს შეეხება.

სწავლა მარტინ მარჟიელომ დაიწყო ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის მოდის ფაკულტეტზე ანტვერპენში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მისი, როგორც დიზაინერის კარიერა — ნამდვილი ლეგენდაა.

საკუთარი მმმ მარკის დაარსებამდე იგი დიზაინერ გოტიეს თანაშემწედ მუშაობდა.

თავისი პირველი კოლექცია მარკით Maison Martin Margiela (მმმ) მან 1989 წელს წარადგინა. პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა ბელგიელი გურუს, სულიერი მოძღვრისა და ბიზნეს-პარტნიორის ჯენი მეირენსის მონაწილეობის გარეშე.

Margiela-ს მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი 1998 წელს შეიქმნა, ხოლო სადებიუტო კოლექციის ჩვენება 1999 წლის ზაფხულში შედგა.

პირველივე ჩვენებიდან მარკამ კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა. მან მოდისა და ხელოვნების განვითარების ნაციონალური ასოციაციის პრიზი ANDAM დაიმსახურა.

 

1997 წელს, მარტინ მარჟელა ქალის კოლექციის Hermes-ის მხატვრულ ხელმძღვანელად დაინიშნა. თავისი პირველ ჩვენებაზე 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.

2006 წლის მაისში Maison Martin Margiela (მმმ)-მ თავისი პირველი კოლექცია მაღალი მოდის თავის Artisanal ხაზის ფარგლებში წარმოადგინა, ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება.

2006 წელი ბრენდისთვის ცვლილებების წელია, როცა კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი იტალიური ჰოლდინგ ჯგუფის Only The Brave-ის მეშვეობით შეისყიდა Diesel-ის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა — რენცო როსსომ.

ეს ცვლილება ლეიბლის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტად იქცა. მარტინი საბოლოოდ წავიდა იმ კომპანიიდან, რომელიც 2009 წელს დააარსა. მისი წასვლის შემდეგ გამოცხადდა, რომ არცერთი დიზაინერი არ დაინიშნება შემსრულებლის რანგში, ხოლო არსებული საპროექტო ჯგუფი ამის ნაცვლად თავის თავზე აიღებს კრეატიულ ნაწილს.

მოდის სახლიდან წასვლის შემდეგ არანაირ ინტერესს არ გამოხატავდა მოდის ინდუსტრიის მიმართ და არ არავის ეხმაურებოდა მოდის სამყაროში დასაბრუნებლად.

Maison Martin Margiela-ს ტანსაცმელს, როგორც წესი, ბრენდინგის არანაირი ელემენტები არ გააჩნია. ერთადერთ, მკვეთრად გამოხატულ თავისებურებას — საჭდე (ბირკა) წარმოადგენს, რომელიც თანმიმდევრული ციფრებისგან შედგება.

Maison Margiela

ხშირად სვამენ შეკითხვას, რას აღნიშნავს ეს ციფრები?

წრეში მოთავსებული ციფრი მიუთითებს Maison Martin Margiela-ს იმ ხაზზე, რომელსაც ეკუთვის ნაწარმი.

დანომრვის სისტემა:

1: კოლექცია ქალებისათვის „1 — ეს არის კოლექცია, რომელშიც Maison Martin Margiela გამოხატავს თავის სიყვარულს კონცეფციისადმი, დიზაინისადი და პროცესისადმი, ხელოვნებისა და ავანგარდისადმი“.

2: სალუქსო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის L’Oreal-ის მიერ გამოშვებული პარფიუმი (წარმოდგენილია 2008 წ, წარმოების დასაწყისი 2010 წ.)

4: გარდერობი ქალებისათვის, საბაზო.

6/mm6: ქალის „დიფუზიური“ ხაზი, ტანსაცმელი, ფეხსაცემლი და აქსესუარები. (1997წლის დასაწყისი, რებრენდინგი მმ6 2004 წლის ივნისში)

8: სათვალეების კოლექცია (დაწყება 2007 წლის ოქტომბერი, 2008 წლის სეზონისთვის)

10: კოლექცია მამაკაცებისთვის, ქალის ხაზის N1 ექვივალენტი (დაწყება 1998 წლის ოქტომბერი, 1999 წლის სეზონისთვის).

11: ქალისა და მამაკაცის აქსესუარების კოლექცია: ჩანთები, ქამრები, ტყავისგან დამზადებული და საიუველირო ნაკეთობები (2005 წლის იანვარი)

12: საიუველირო სამკაულები, შესრულებული Damiani ჯგუფთან ერთად. (დაწყება 2008 წლის ივლისი).

13: ობიექტები და გამოშვება (დაწყება — 1998 წლის ოქტომბერი).

14: გარდერობი მამაკაცისათვის, საბაზო, ქალის ხაზის N4 -ის ექვივალენტი (დაწყება — 2004 წლის ივლისი 2005 წლის სეზონისთის).

15: საფოსტო შეკვეთა (დისტანციური ვაჭრობა), (დასაწყისი — 1999 წლის აპრილი).

22: ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის კოლექცია (დასაწყისი F/W 2005/6)

Sartorial: 14 ხაზის ნაწილის საზაფხულო კოლექცია, ქურთუკის შიგნითა ჯიბეზე ოქროს ძაფით მოქარგული Maison Martin Margiela. (დასაწყისი F/W 2008/9 წ.).

Replica: 1994 წლიდან დაწყებული, ყველა სეზონზე Maison Martin Margiela წარმოადგენს საკაფსულო კოლექციას მამაკაცისა და ქალის ხაზების ფარგლებში, მათ რიცხვში ძირითადი ტანსაცმლისა და აქსესუარების 30-მდე ნამუშევარს სახელწოდებით „რეპლიკა“.

Maison Margiela

იმის თქმა, რომ მარტინ მარჟიელო თვშეკავებული იყო დიზაინისადმი მიდგომით, მისი ესთეტიკის დაკნინება იქნებოდა. ბევრი ჟურნალი და კრიტიკოსი მისი შემოქმედების აღწერისას სიტყვა „უხილავს“ იყენებენ. დიზაინერი ყოველთვის გაურბოდა საჯაროობას. ანონიმურობის იდეა პრეზენტაციების, გამოფენების, კოლექციებისა და მარკეტინგის ფუნდამენტალურ საფუძვლად იქცა.

სხვა დიზაინერების ინტერვიუებისგან განსხვავებით, სადაც აღნიშნულია მოდის შემქმნელების ინდივიდუალური შეუდარებელი მიღწევები, მმმ ყოველთვის იყენებდა სიტყვებს „ჩვენ“ და არა „მე“, ამით გამოხატავდა შემოქმედებითი მომენტების ჯგუფურ ცნებას.

ეს იდეა ვრცელდება იმაზეც, თუ როგორ აცვიათ მმმ-ს თანამშრომლებს, იქნება ეს დიზაინერი თუ სავაჭრო ცენტრში მომუშავე. ყველა უბრალო თეთრ, ლაბორატორიულ ხალათს ატარებს.

ციტატა: „ჩვენ ვცდილობთ, რომ თანამშრომლებმა შეიგნონ ის ფაქტი, რომ მმმ -ს გუნდში მუშაობისას ყველას თავისი როლი ენიჭება, ყველას აქვს ხმის უფლება, მაგრამ ჩვენი სამუშაო — ეს არის გუნდური მუშაობა და არა მარტო პირადი უპირატესობა და გემოვნება“.

Martin Margiela Martin Margiela

კოლექცია „რეპლიკა“ წინა ეპოქის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ახალ ხედვას გვთავაზობს., რომელსაც მმმ პოულობს და თვიდან აღადგენს მასალისა და მეთოდების გამოყენებით, რაც ზუსტად მოგვაგონებს ორიგინალს. ეს ნივთები კი შესანიშნავად გადმოსცემენ შემქმნელების ორიგინალურ იდეას, ფუნქციისა და პერიოდის ეს ელემენტები წარმოადგენენ დიზაინში დროის უკვდავების იდეას.

მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში ბრენდი წარმატებული გახდა, მარტინ მარჟიელო საერთოდ გაქრა თანამედროვე მოდის ინდუსტრიის თვალსახედვიდან, იდეა „მისტიური ავტორ-დიზაინერის“ შესახებ, წარმატებული აღმოჩნდა. მარჟიელოს ანონიმურობა თვისთავად ბრენდად იქცა და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მმმ-ს მოდის სამყაროს სხვა კომპანიებისგან ბრენდინგისა და მარკეტინგის ტრადიციული მეთოდების უარყოფით განსხვავდება.

ადამიანების უმრავლესობა Maison Martin Margiela-ს ფაქტობრივ ლოგოტიპად ოთხი თეთრი ნაკერი თეთრი ციფრული ეტიკეტის უკანა ნაწილზე. სინამდვილეში კი: ნაკერი უნდა იყოს წაჭრილი, ტანსაცმელი ეტიკეტისა და ლოგოტიპის გარეშე.

თეთი ფერი ახლა ბრენდის სინონიმს წარმოადგენს. ეს ფერი არჩეული იქნა მისი ანონიმური ბუნების მიხედვით, იმიტომ, რომ კონცეპტუალურად განიხილება, როგორც განუსაზღვრელი.

 

ბრენდის დნმ-ში თავიდანვე დევს უხილაობის გრძნობა. მარგიელას მარჯვენა ხელმა, პატრიკ სქელმა მათი მარკეტინგული სტრატეგია დაახასიათა, როგორც „არყოფნა უდრის ყოფნას“ და „უპიროვნობის კულტი“, მიანიშნებდა, რომ ეს საფირმო სტილის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

2009 წელს მარტინ მარჟიელოს წინსვლამ ლეიბლის კომერციალიზაციის ახალი პერიოდი აღნიშნა.

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ხელმძღვანელობს მოდის ორ სახლს Vetements და Balenciaga, სათავეში ჩაუდგა მარჟიელოს დიზაინერების ჯგუფს (2012 წლამდე).

ბრენდის მაქსიმალური ექსპანსიის პეიოდში 2012 წელს შვედურ რიტეილერებთან H&M-თან ერთად კაფსულური კოლექცია გამოუშვა.

Martin Margiela

2014 წელს გამოცხადდა, რომ დიზაინერმა ჯონ გალიანომ მმმ-ს კრეატიული დირექტორის რანგში ხელში აიღო სადავეები. ერთი წლის შემდეგ ბრენდმა ოფიციალურად შეკვეცა სიტყვა „Martin” “Maison Margiela”-ს სასარგებლოდ.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, Martin Margiela-ს ძირითადი ფასეულობები ყოველთვის შეუცვლელი რჩებოდა ბრენდის დნმ-ის ფარგლებში.

მამაკაცისა და ქალის მოდაზე მარტინ მარჟელოს გავლენის გადაფასება შეუძლებელია. ასეთი ძლიერი ბრენდის შექმნა, რომლის პრინციპები მარკის შექმნისთანავე იქნა მასში ჩადებული, რაც მომავალშიც დამსახურებულად ჩაითვლება მოდის სამყაროს ჰედლაინერად.