ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ Military სტილის ტანსაცმლის ელემენტები პოპულარული გახდა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ეს ასე არ არის,უფრო ზუსტად სულაც არ არის ასე

სტილმა Military <<ააფეთქა>, შეიჭრა პოპ-კულტურაში,როგორც ჰიპის სტილის საწინააღმდეგო.მოპირისპირე. სამხედრო ტანსაცმელი,რომელიც პირველად ამერიკულმა და ბრიტანულმა შეიარაღებულმა ძალებმა შემოიტანეს, სამოქალაქო ტანსაცმლის ერთ-ერთ ძირითად ელემენტად და 1950 წლების მოდის ინდუსტრიის ძირითად ორიენტირად იქცა.

თუმცა წინა ეპოქებში სამხედრო ტანსაცმლის ელემენტებს ,,სამოქალაქო,, ტანსაცმლისგან ,,სესხულობდნენ,,ეს მოსახლეობის მხოლოდ მამაკაცებს და მხოლოდ დიდებულებს ეხებოდათ.სამხედრო ტანსაცმლის ტარებისთვის დაბალი ფენა სასტიკად ისჯებოდა.დღესაც ზოგიერთ ქვეყანაში მიქალაქეებისათვის სამხედრო ტანსაცმლის ტარება სასტიკადაა აკრძალული.

ყველა,მოზარდებიდან დაწყებული,ტოპ მენეჯერამდე,ყველა იყენებს სამ-

ხედრო ტანსაცმლის ელემენტებს,მიუხედავად იმისა,ესმით მათ რამე ამაში თუ არა.

ფაქტიურად,სამხედრო სილუეტები,ქსოვილი და დეტალები იმდენად ყველგაა,რომ ბევრმა დიზაინერმა და მყიდველმა არც იცის მათი ისტორია და დანიშნულება.

გვინდა მოგიყვეთ სამხედრო ფორმის 5 ელემენტზე. რომელმაც შეცვალა მოდა და თანამედროვე გარდერობის სტანდარტად იქცა.

 

ხაქი შარვალი(khakis) და ჩინოსები(Chinos)

ხაქი ,70 წლის ვანმავლიბაში სამხედრო ტანსაცმლის განმასხვავებელ ხაზს წარმოადგენდა.

ხაქს, ისევე როგორც ამ სტილის სხვა ტანსაცმელს, სამხედრო დანიშნულების ფუნქცია აკისრია.

სინამდვილეში,ხაქისფერი შარვალი სამხედრო ფორმის ერთერთი უძველესი ელემენტია,რომელიც დაახლოებით 1847 წლის შემდეგ გამოჩნდა,მაშინ,როცა სერ ჰარი ლამსდენი,ბრიტანელი სამხედრო ოფიცერი,არჩეულ იქნა ქვედანაყოფის მეთაურად , ინდოეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის საზღვარზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვების პასუხისმგებლად და ბრიტანელი სამხედროების ხელმძღვანელად.

ლამსდენმა შეამჩნია,რომ მტვრიანი ადგილმდებარეობის გამო, სამხედროების თეთრად მოკაშკაშე მუნდირები სნაიპერებისთვის საუცხოო სამიზნეს წარმოადგენდა.

ლამსდენმა ბრძანება გასცა ტანსაცმელი ჩაის ნარჩენებში ან მდინარის ტალახში გაერეცხათ ..ტანსაცმელმა მიიღო ფერი,რომელსაც ჩვენ ვეძახით ,,ხაქი,,(ჰინდის ენაზე სიტყვიდან ,,ხაქი..რაც მტვერს ნიშნავს)და შეიქმნა კამუფლაჟის ფორმა.

19 საუკუნის ბოლოს ხაქის ფერის საღებავი დაპატენტდა, ხოლო ხაქის ფერის სამხედრო ფორმა გამოიყენებოდა სამხედრო კონფლიქტების დროს მთელ მსოფლიოში,მათ შორის აშშ არმიის მიერ 1898 წელს ესპანეთ-ამერიკის ომის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ოთხი თვე გაგრძელდა,ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,რომ ამერიკელ ჯარისკაცებს შარვლებისთვის ,,ჩინოსები,,(Chinos) დაერქმიათ ,ესპანური სიტყვიდან China,სადაც იწარმოებოდა ფორმისთვის განკუთვნილი ეს ბამბის ქსოვილი .

საინტერესოა,რომ მეორე მსოფლიო ომამდე, შექმნიდან ასი წლის შემდეგაც კი, ხაქი არ იყო პოპულარული სამოქალაქო პირებს შორის. .

ამერიკელმა ვეტერანებმა,რომლებიც დაუბრუნდნენ კოლეჯებს,შემოიტანეს თავისი ხაქები,

ეს შარვლები უძლებდა რეცხვას და ადვილი იყო საერთოსაცხოვრებელში მოხმარებისთვი.

მალე პრინსტონის,ჰარვარდის იელის და ბრაუნის უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ხაქი ძალიან პოპულარული ხდება.1950 წლებში კი სხვა უნივერსიტეტებშიც,რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა დიზაინერებზე რალფ ლორენსა და ტომ ბრაუნზე.

თუმცა ხაქი მოსაწყენ ასოციაციას იწვევს,ის წლების მანძილზე ამერიკული მოდის ძირითად ელემენტად იქცა. ისეთი ბრენდები,როგორიცაა Kapital და Saint Laurent საკუთარი ესთეტიკის შესავსებად შარვალს იყენებდნენ როგორც უბრალო ტილოს.

მფრინავის ქურთუკი და ბომბერი(Bomber)

მფრინავის ქურთუკი,შესაძლოა სამხედრო ფორმის ყველაზე ცნობილი და მკვეთრი დეტალია.პირველი საფრენი ქურთუკის,ცნობილი როგორც A-1,სტანდარტიზაცია ამერიკის სამხედრო-საჰაერო კორპუსმა 1927 წლის 27 ნოემბერს მოახდინა.

Куртка летчика მფრინავის ქურთუკი და ბომბერი(Bomber)

ქურთუკი შეკერილი იყო ხარისხიანი ცხვრის ტყავისგან,წინ კნოპით,ორი კლაპანებიანი

წინა ზედნადები ჯიბით, წიბოვანი მაუდის საყელოთი და ბამბის ქსოვილის სატინის სარჩულით.1931 წელს საჰაერო კორპუსმა A-1 განაახლა. A-2 შექმნილი იყო მფრინავებისთვის რომლებიც ღია კაბინაში დაფრინავდნენ.ქუთუკი იცავდა ქარისგან, წინ დამატებული იყო

ელვა(ზმეიკა) და ტყავის საყელო.A-2 მზადდებოდა ცხენის ტყავისგან,რომელიც იმ დროისთვის არც თუ ისე ძვირი ღირდა.შეიცვალა შეფერილობაც,გამოჩნდა ყავისფერი ქურთუკები.

A-2 ტიპის ქურთუკი იმდენად ეფექტური იყო,რომ საჰაერო კორპუსი მას ათ წელზე მეტხანს

ატარებდა.

Jacket,რომელიც A-2 სგან განსხვავდებოდა ღია შესაკრავით ელვა და შეკერილი იყო ქსოვილით, დაფარული ალპაკის გარსით. ქურთუკი განკუთვნილი იყო ზომიერი ამინდისთვის ,ამიტომ სამხედრო-საჰაერო ძალე ბმა შექმნეს B-11,სპეციალურად ზამთრისთვის,რომელიც საბოლოოდ გახდა N-38 Snorkel Parka.

FlightJacket куртка летчика
Flight Jacket A-2 1940 წლების მფრინავის ქურთუკი.

საინტერესოა,რომ მფრინავის ქურთუკები საბჭოთა კავშირში გამოჩნდა 2 მსოფლიო ომის დროს ლენდ-ლიზის ხაზით და რუს მფრინავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა,რაც იწვევდა ჭეშმარიტ შურს სხვა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის.

1944 წელს სამხედრო-საჰაერო ძალებმა შექმნეს B-15 Flight Jacket,მნიშვნელოვანი ცვლილებებით,კერძოდ ბეწვის საყელოთი და სპეციალური ელემენტებით,ჟანგბადის ნიღაბის დასამაგრებლად.B-15 მივყავართ L-2,L-2A D L-2B მოდელებამდე,რომელთაც აქვთ

წყალგამძლე ნეილონის გარსი და წიბოვანი საყელო,კალთა და მანჟეტი(სამაჯე).

ქურთუკის შემდგომი განახლება 1950 -იან წლებში მოხდა,როცა სამხედრო-საჰაერო ძალებში და სამხედრო-საზღვაო ფლოტში მოხდა MA-1 ზამთრის ტანსაცმლის სტანდარტიზაცია.

L-2,l-2A და L-B მფრინავის ქურთუკებს არ ჰქონდა ბეწვის საყელო,რადგან ის ხელს

უშლიდა პარაშუტის ქამრებს,რომელსაც პილოტები ატარებდნენ.

MA-1 შემდგომი განახლება,მოდიფიკაცია მოხდა 1960 წელს,როცა ქურთუკს დაემატა ნარინჯისფერი სარჩული.რათა კატასტროფის შემთხვევაში ადვილი ყოფილიყო მფრინავის მოძებნა,მათი გადარჩენისთვის ჩატარებული ოპერაციის დროს.

მფრინავის ქურთუკი MA-1

სხვადასხვა სეზონისთვის შექმნილ Fligt Jacket ქურთუკს ბევრი ვერსია გააჩნია ის. იქცა საყოველთაო ტანსაცმლად,როგორც სამხედრო,ისე სამოქალაქო პირებს შორის.

1959 წელს შექმნილმა ALPA INDUSTRIES ბრენდმა ქურთუკი გარდერობის ერთ-ერთ ძირითად ტანსაცმლად აქცია.1959 წელს კომპანიამ პირველად გამოუშვა ქურთუკი,რომლითაც გეგმავდა მოეგო თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტი,ამავე დროს გამოუშვა ტანსაცმლის ვერსიები,კომერციული მოხმარებისთვის.

ბრიტანულმა და ავსტრალიურმა მოდამ,პანკებმა და სკინხედებმა მფრინავის ქურთუკი თავისი სუბკულტურის ძირითად ელემენტად მიიღეს.

საფეიქრო-ტექსტილური ბომბერები, სკინხედების დრესკოდი.
საფეიქრო-ტექსტილური ბომბერები, სკინხედების დრესკოდი.

მფრინავის ქურთუკი აქტიურად შეიჭრა ჰოლივუდში, კერძოდ ისეთ საკულტო, 1986 წლის ფილმში, როგორიცაა ,,Top Gun,,.ტომ კრუზი,რომელიც მფრინავის ქურთუკში ჩნდება, საოცრად პოპულარული და ქალების კუმირი ხდება.

FlightJacket

80-იან წლებში ბრენდმა Flight Jacket ააფეთქა მოდის სამყარო,იგი საზოგადოების ყველა ფენისთვის პოპულარულ ტრენდად იქცა.

ქურთუკი დღემდე იმდენად აქტუალურია,რომ ზოგიერთი დიზაინერის მაგალოთად,ჰელმუთ ლანგის და კაროლ ქრისტიან პოელის კოლექციებზე ,მიუხედავად დიდი ფასებისა, ყოველთვის დიდი მოთხოვნაა.

.

შარვალი ზედნადები ჯიბეებით.

1938 წელს ბრიტანელი სამხედროების მიერ შეიქმნა სამხედრო უნიფორმა(BDU),შარვალი დიდი ჯიბეებით.

შარვალი ზედნადები ჯიბეებით.

მეორე მსოფლიოს დროს აშშ საჰაერო-სადესანტო ჯარების ხელმძღვანელობამ ტრადიციული

კომბინეზონის ნაცვლად შემოიღეს ახალი უნიფორმა.ახალი უნიფორმა სამხედრო დავალებებისათვის უფრო ფუნქციონალური გახდა.შედგებოდა ქურთუკისაგან და შარვლისაგან ზედნადები ჯიბეებით-ოთხი ქურთუკზე და ორი შარვალზე.ამ დეტალებმა შეამსუბუქა ჩანთები და მოძრაობაც მოხერხებული გახადა.

განახლებული ფორმის ეფექტურობის შედეგად, 1943 წელს აშშ არმიამ წარმოადგინა ფორმა

M-1943 .ეს იყო შარვალი ორი გვერდითი ჯიბეებით.შარვალი

იცვლებოდა დანიშნულების და იარაღის ევოლუციის მიხედვით.

1970 წლებში ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული ვეტერანები ჯერ კიდევ ატარებდნენ სამხე

დრო ფორმას,მაგრამ რადგან ეს ომი არ იყო მისაღები ადამიანებისათვის, საზოგადოებაში ამ

ტანსაცმელმა ვერ მოიპოვა პოპულარობა.

20 წელი დასჭირდა იმას,რომ ჯიბეებიანი შარვლები ქუჩიდან შემოსულიყო და დამკვიდრებულიყო. 1980 წლებში შარვლები ზედნადები ჯიბეებით(და შორტები) იქცა ქუჩის მოდის ტრენდად ქალქის გარეუბნებში.გარეუბანი ყოველთვის ებრძოდა ფორმალურ ტანსაცმელს,,თეთრ საყელოებს,,.აქ იყო ამ შარვლების კულტი,რომელიც შემდეგ გადაიღეს

ალტერნატიული მოდის მოდელიერებმა და დიზაინერებმა,როგორიცაა Undercover, Engineered Garments, Julius, ACRONYM და Nom de Guerre, რომელთაც შექმნეს ჯიბეებიანი შარვლების უნიკალური ვერსიები,ეს შარვლები დღესაც დიდი პოპულარობით

სარგებლობს.

Julius დიზაინით შექმნილი შარვალი ზედნადები ჯიბეებით.
Julius დიზაინით შექმნილი შარვალი ზედნადები ჯიბეებით.

BEN TAVERNITI UNRAVEL PROJECT
BEN TAVERNITI UNRAVEL PROJECT

საველე ქურთუკი M65,როგორც ჯიბეებიანი შარვალი, თავის არსებობას მაიორ პ.უილიამს

იარბოროუს უნდა უმადლოდეს.იგი აშშ არმიის მეთაური იყო,რომლის ხელმძღვანელობითაც

შეიქმნა სამხედრო ფორმის ეს ელემენტები.

საველე ქურთუკი M65
საველე ქურთუკი M65

M65 საველე ქურთუკის პროტოტიპი მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა.ამ მოდელს ორი

დახრილი ჯიბე მკერდზე ჰქონდა,ორი კი წელზე.

ქურთუკის შემდეგი ვერსია(M-51) კამუფლაჟის შეფერილობით ეფექტურ მუნდირს წარმოად

გენდა კორეის და ვიეტნამის ომების დროს.

პირველი კომპანია,რომელიც უშვებდა M65 ქურთუკებს, იყო Alpha Industries, თითქმის

500 000 ცალს.1960-იან წლებში ეს კომპანია ამარაგებდა სამოქალაქო პირებსაც.

M65 ქურთუკი პოპულარული იყო კომერციულ ბაზარზე,ქურთუკის გამოჩენა 1970-იანი წლების ორ საკულტო ფილმში-ალ პაჩინო ფილმში,,Serpiko,,73 წელს და რობერტ დენირო

ფილმში ,,Taxi Driver,,-,,ტაქსის მძღოლი,,-76 წელს.ტანსაცმელი კიდევ უფრო პოპულარული

გახადა წლების მანძილზე.

ბევრმა დიზაინერმა,ალტერნატიულმა მოდელიერებმა(Rick Owens) M65 ქურთუკი ჩართეს

თავის კოლექციებში,უდავოა ქურთუკი არ კარგავს თავის პოპულარობას.

Rick Owens M65 ქურთუკი
Rick Owens M65 ქურთუკი

პარკა (Parka)

აშშ ჯარისთვის პარკა 1950 წლების დასაწყისში შეიმუშავეს.იგი ცნობილი იყო როგორც

M-1948.პარკა შედგებოდა კაპიშონიანი ხუდისგან ,რომელიც დამზადებული იყო მკვრივი

ბამბის,ხოლო სარჩული შალის ქსოვილისგან.

parka პარკა

პარკის შემადგენელი დეტალები-წინა შესაკრავი-ელვა,წელზე თასმა,ორი დახრილი ჯიბე

და შესაკრავი კლაპანით.

ჯიბე სარჩულით მარცხენა სახელოზე სიგარეტისთვის და ფანქრებისთვის.ახალი ტიპის

ტანსაცმლის დამახასიათეაბელ ელემენტს ,,თევზის კუდი,, წარმოადგენს,რომელიც დაწეულია უკან.პარკის კალთის ბოლოში გაყრილია თასმა,რომელიც იკვრება ფეხების

ირგვლივ და სხეულს იცავს ცივი ქარისგან. როცა აშშ ჩაერთო კორეის ომში, პარკა იდეალური აღმოჩნდა კორეის ზამთრისთვის,მას დამატებული ჰქონდა მხრის ეპოლეტები

ხელთათმანების შესანახად.

მიუხედავად სამხედრო წარსულისა 1950-იან წლებში ,პარკა აქტიურად შეიჭრა და მინიმალური დიზაინისა და

სილუეტის წყალობით პოპულარული გახდა სამოქალაქო პირებს შორის.

parka

პარკა ძალიან მოხერხებელია სკუტერით მგზავრობის დროს ცუდ ამინდში.

პარკას პოპულარობა იზრდება,იგი დიზაინერების ზამთრის უსაყვარლესი ტანსაცმელია.

Parka Undercover
Parka Undercover

სამოქალაქო ტანსაცმელში სამხედრო ფორმის ხუთზე მეტი ელემენტია.

  • ბუშლატი(Peacoat)
  • შინელი ან A-ს მსგავსი სილუეტის მქონე პალტო(A-Line coat)
  • ტრენჩი ან ტრენჩკოტი(ინგლისური სიტყვა ,,ტრანშეა,,დაედო საფუძვლად ლეგენდარული
  • ლაბადის შექმნას,შემდეგ ტრენჩი ადაპტირებულია ,,ნორმალური,, მოდისთვის).

burberry тренчкот

burberry тренчкот