მამაკაცის დიზაინერული ფეხსაცმლის საკულტო მოდელების ტოპ 10 მთელი მსოფლიოდან.

მათთვის, ვინც პირველად მოხვდა ჩემ ბლოგში: თბილისის Twenty One Showroom-ში მამაკაცის დიზაინერული ფეხსაცმელი წარმოდგენილია ექსკლუზიურად.

ანდაზის მიხედვით „ხვდებიან ტანსაცმლით, აცილებენ ჭკუით“. თანამედროვე სამყაროში კი ასეა: „ხვდებიან ტანსაცმლით“ და მორჩა!

სფერო, რომელშიც მოცემული ფილოსოფია ნამდვილად მუშაობს — ფეხსაცმლის სფეროა, როცა საქმე ეხება ლამაზ ფეხსაცმელს.

დაგვიჯერეთ, შეძლებული ადამიანები მშვენივრად ერკვევიან ფეხსაცმელში და ერთი შეხედვით თანამოსაუბრის ფეხსაცმლის მიხედვით შეუძლიათ მათი სტატუსის განსაზღვრა.

თუ საათის ღირებულების განსაზღვრა ძნელია, რადგან არსებობს შვეიცარული საათების საუკეთესო ასლები, ფეხსაცმელზე ეს „ნომერი“ არ ჭრის.

ელიტარული ფეხსაცმლის ფასი, რომელიც იკერება იტალიურ ან ინგლისურ საოჯახო ატელიეებში, იწყება 2000 ევროდან და აღწევს 10000 ევროს და უფრო მეტს. ასეთი ფუფუნების უფლება მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს აქვთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ თქვენ გჭირდებათ შთაბეჭდილება მოახდინოთ, გარდა ფეხსაცმლისა, თქვენ დაგჭირდებათ შესაბამისი ტანსაცმელიც.

არსებობს ტრიუკი (ხერხი) ამ ხალხისთვის შთაბეჭდილების მოსახდენად, და ეს არის დიზაინური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოყენება.

დაგვეთანხმეთ, ტანსაცმლის უჩვეულო თარგი და შესაბამისი ფეხსაცმელი ადამიანებს აბნევს, შეუძლებელია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ღირებულებისა და მისი მფლობელის სტატუსის დადგენა.

ამ მიმოხილვაში თქვენ იპოვით მამაკაცის დიზაინერული ფეხსაცმლის უნიკალურ საკულტო მოდელებს.

Rick Owens Spiral Zips — ჩექმები სპირალური ელვით

мужская дизайнерская обувь в тбилиси

შავი, Rick Owens-ის თითქმის პირქუში ესთეტიკა ერთი შეხედვით ამოსაცნობი მისი „სპირალური ჩექმები“ ჰიტად იქცა, როგორც ფეხსაცმლის ყველა შემდგომი მოდელი. ეს მოდელი პირველად გამოჩნდა “Limo”-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში 2011 წელს.


Saint Laurent «Hedi» Jodhpur

мужская дизайнерская обувь в тбилиси

Saint Laurent «Hedi» Jodhpur “სტილის ხატს“ წარმოადგენს. “Hedi” დაერქვა Hedi Slimane-ს საპატივცემულოდ. ის იყო Saint Laurent-ის ექს დიზაინერი, რომლის ამ მოდის სახლიდან წასვლამ ფანატებს გული დაწყვიტა.

მოდელი «Hedi» Jodhpur — ესაა კლასიკური Chelsea Boot, რომელმაც განიცადა მნიშვნელოვანი სტილისტური შესწორებები Saint Laurent-ისგან. არც ისე მოხდენილია, როგორც „ა’ლა ბითლზ“ და არც ისე მოკლე, როგორც საბრძოლო დაბალყელიანი ფეხსაცმელი, „ჰედი“ ქამრით, ბალთით და ვიზუალურად დაბალანსებული წვერიანი ქუსლით იდეალურად ეხამება რთულ ჯინსებს.


Saint Laurent «Wyatt»

мужская дизайнерская обувь в тбилиси

სენ ლორანის მარკის თაყვანისმცემლებისთვის მოდელი «Wyatt» უბადლო ეტალონს წარმოადგენს. მეტალის რგოლი, ქამარი, შიდა შესაკრავი ელვა კოჭზე და არაშემთხვევითი აქცენტები — დეტალების ეს კომბინაცია ადვილად ამოსაცნობია.

მოდელი „Hedi” შედარებით თავისუფალია, casuali-ის სახელწოდებით, როცა «Wyatt» უფრო ხისტ, მკაცრ დრეს-კოდს შეესაბამაბა.


Thom Browne Brogue Boots

мужская дизайнерская обувь в тбилиси

ამერიკული მარკა Thom Browne გვთავაზობს კლასიკური ფეხსაცმლის სრულ ასორტიმენტს, როგორიცაა „Chelsea”, “Brogue” მაღალყელიან ფეხსაცმელს ელვის შესაკრავით. ორიგინალური — მასიურ ძირზე ესთეტიკურად ხაზს უსვამს Thom Browne-ის საფირმო ფუტურისტულ შარვლებსა და ტანსაცმელს. ეს სამოსი მოითხოვს უფრო დახვეწილს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს მოსაწყენი ტყავის ფეხსაცმელი.


Visvim Virgil Folk

мужская дизайнерская обувь в тбилиси

Virgil — ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა იყოს თითოეული მამაკაცის გარდერობში. არც თუ ისე ქათქათა თეთრი ძირი (ლანჩა) და მოხერხებული თასმები ზედა ნაწილში, მოხერხებული და მყარი იდეალური არჩევანია Casual ტანსაცმლისთვის.


Common Projects Chelsea Boots

мужская дизайнерская обувь в тбилиси

არ შეიძლება იმის უარყოფა, თუ რა გავლენა მოახდინა ბრენდ Common Projects Chelsea Boots-ის ჩექმებმა რამდენიმე სეზონის წინ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ნამდვილად ელიტური Chelsea, ისეთი როგორიცაა Bottega Veneta, რომლებმაც შექმნეს საკუთარი კულტი, Common Projects ვერსია განსაკუთრებულია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დიზაინი იმდენად კარგია, რომ ყოველთვის იქნება მოთხოვნადი.


Dior Homme «Navigate» Combat Boots

мужская дизайнерская обувь в тбилиси

შესაძლოა დიზაინერული ფეხსაცმლიდან ყველაზე სასურველს „სამხედრო“ მაღალყელიანი, თასმებიანი Dior Homme «Navigate» ფეხსაცმელი წარმოადგენს. ფეხსაცმელი წარდგენილი იქნა Hedi Slimane Dior Homme კრეატიული დირექტორის რანგში მუშაობის დასრულების დროს. იგი მამაკაცის მოდის თანამედროვე ისტორიის ნაწილად იქცა. ეს ფეხსაცმელი შთაგონებულია პირველი მსოფლიო ომის სამხედრო ტანსაცმლით.


Ann Demeulemeester Corset Vitello

мужская дизайнерская обувь в тбилиси

Dior Homme-ს მსგავსად Ann Demeulemeester ჩექმებს აქვს თასმები უკანა ნაწილში და გვაგონებს კორსეტს. დრო გადის, მაგრამ ამ ფეხსაცმლის პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება. თქვენ თუ გაყიდვაში ნახავთ ამ მოდელს, დაუფიქრებლად შეიძინეთ.


Margiela Side-Zip Boots

мужская дизайнерская обувь в тбилиси

გვერდითი ელვა შესაკრავი საკმაოდ უნივერსალური ვარიანტია. Margiela-ს მაღალ „ვამპის“ სტილის ფეხსაცმელს დაფარული ელვა შესაკრავი აქვს. დახვეწილი ფორმები ბრენდის მინიმალისტურ სტილს ადვილად ამოსაცნობს ხდის. სასიხარულოა ის, რომ ეს ბელგიური ბრენდი, როგორც წესი, იმეორებს ზოგიერთ მოდელს, დაველოდოთ მათ გამოჩენას.


Guidi Back-Zip Boots Guidi

мужская дизайнерская обувь в тбилиси

დახელოვნებულია ტყავზე, კერძოდ ტყავის ფეხსაცმელზე. იყენებს რა ტყავთან მუშაობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას და ტრადიციებს, Guidi ამ ბოლო დროს ავანგარდიდან მეინსტრიმში გადავიდა. ალბათ იმიტომ, რომ ავანგარდული მოდა რჩეულთა ხვედრი აღარაა.

ბრენდის ყველაზე ცნობილ მოდელს მაღალყელიანი ფეხსაცმელი წარმოადგენს. ელვის შესაკრავით, ტყავის თავისებურებების გამოყენებით, Guidi უნიკალურ ფეხსაცმელს ქმნის, რომლის დიზაინის გამეორება ცოტას თუ შეუძლია.