Yohji Yamamoto-ს პირად ტრაგედიას თავისი ისტორია აქვს. დიზაინერი ტოკიოში, სინძიუკუს პრეფექტურაში 1943 წელს დაიბადა. მისი მამა, ფუმიო, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლველად გაიწვიეს.

თუმცა დეტალები გაურკვეველია, მაგრამ შეტყობინება მისი დაღუპვის შესახებ ცნობილია. იგი ფილიპინების მთიან რეგიონში — ბაგიოში დაიღუპა.

დედამ, იამამოტო ფუმიმ, რომელიც მკერავად მუშაობდა, იგი მოდის პრესტიჟულ კოლეჯ Bunka Fashion College-ში მიაბარა. ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები იყვნენ Junya Watanabe, Jun Takahashi დაNigo.

Yohji Yamamoto

12 წლის ასაკში ფუმი იამამოტომ თავისი ვაჟი ცნობილ ფრანგულ კათოლიკურ კოლეჯში «Ecole de L’Etoile du Matin» („დილის ვარსკვლავის სკოლა“) ჩარიცხა. იქ ახალგაზრდა იოჯი თავის მომავალ საქმიან პარტნიორს, გოა ხაიასის შეხვდა.

სკოლაში იგი თავს „იზგოად“ თვლიდა, აქ მდიდარი ოჯახების გათამამებული შილები სწავლობდნენ. ჩანაწერების მიხედვით, იოჯის და გოა ხაიასის პირველი შეხვედრა 1982 წელს მოხდა, როცა ამ უკანასკნელმა იოჯის ქვა ესროლა.

1966 წელს იოჯი იამამოტომ კეიოს უნივერსიტეტი დაამთავრა სამართლის განხრით. იმის ნაცვლად, რომ იურისტად ემუშავა, მან გადაწყვიტა დედის კვალს გაყოლოდა. ამგვარად, დედის „უგულო დალოცვით“ მან ისევ ჩააბარა კოლეჯ Bunka-ში, რომელიც 1968 წელს დაამთავრა და პრესტიჟული პრემია So-En Fashion Award დაიმსახურა.

ერთი წელი პარიზში ცხოვრების შემდეგ,Yongi Yamamoto ტოკიოში დაბრუნდა,მაგრამ მხოლოდ 1972 წელს მიხვდა,რომ მზად ყო ტან-

საცმლის საკუთარი ხაზი დაეწყო.პირველი ადამიანი,ვინც დახმარება

აღმოუჩინა,ეს დედა იყო.დამწყები დიზაინერისთვის დიდი ბრძოლა

იყო საჭირო,მაგრამ 1977 წელს პირველი აღიარება თავისი კოლექცი- ის წყალობით მოიპოვა,რომელიც Bell Commons-ში, ტოკიოში წარადგინა.

Yohji Yamamoto Yohji Yamamoto

ის, რაც გამოარჩევდა იამამოტოს კოლექციებს — მისი გამჭრიახი ხედვა და მამაკაცისა და ქალის ტანსაცმელს შორის ზღვარის წაშლის შესაძლებლობა იყო. ეს არ ითვალისწინებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სილამაზის აღქმას.

„მე მიყვარს ქალები და მე მომწონს მათ სხეულზე ფუნქციონალური და ლამაზი ტანსაცმელი, ეს ჩემი შთაგონებია წყაროა“. — იოჯი იამამოტო.

იამამოტომ გამოთქვა აზრი, რომ ჩაცმისას კაცებსაც და ქალებსაც სურთ სექსუალურად გამოიურებოდნენ.

Yohji Yamamoto

თავის წიგნში იამამოტო კვალდაკვალ მიყვება მამაკაცის მაღალხარისხიანი ტანსაცმლის ისტორიას ლონდონის ქუჩიდან Savile Row (რომელიც მამაკაცის ტანსაცმლის ინდივიდუალური კერვის ტრადიციული ინგლისური ატელიეებითაა ცნობილი. Savile Row-ზე მიღებული იყო გამოთქმა „ჭეშმარიტი ჯენტლმენი“, მათი ესთეტიკის საერთო აზრიდან გამომდინარე, ამ ესთეტიკის ძალაუფლება ევროპის ჰეგემონიითაა გამყარებული. ჩვენ როცა მამაკაცის მოდას განვიხილავთ, უბრალოდ უნდა ვაღიაროთ ეს ფაქტი.

კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, შემდგომში მდგომარეობს: „როგორ განვთავისუფლდეთ ამ კონვენციისგან?“

იამამოტო ამტკიცებს, რომ პროპორციებისა და სილამაზის დასავლურმა იდეალებმა „მოწამლეს ჩვენი მგრძნობელობა“. ის აცხადებს, რომ იაპონური კულტურა ისტორიულად რაღაც მაცდურს სხვა იდეალებში პოულობდა.

1989 წელს გერმანელმა რეჟისორმა ვინ ვენდერსმა, დიუ ჟორჟ პომპიდუს ცენტრის შეკვეთით, იამამოტოსა და მისი რთლი დამოკიდებულების შესახებ ტანსაცმელს, დიზაინსა და იდენტურობას შორის, დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

„შესაძლოა, მოდასა და კინოს შორის რაღაც საერთო არსებობს“, — ამტკიცებს ვენდერსი ფილმის დასაწყისში. ის მართალია, შესაძლოა, ერთ-ერთ სცენაში ფილმიდან „9,5 კვირა“ იამამოტოს ტანსაცმელი მშვენივრად გადმოსცემს სექსუალურ სიძლიერეს და ფსევდო-მამაკაცურ მიმზიდველობას. ეს ის „ყველა დროის“ სცენაა საკულტო ეროტიული ტრილერიდან, სადაც კიმ ბესინჯერი იამამოტოს თეთრ პერანგში და ქვედაბოლოთი სტრიპტიზს ცეკვავს მიკი რურკის გმირის წინ.

იამამოტოს კოლექციები წყვდიადთან კონფლიქტით ხასიათდება. არამარტო უპირატესად შავ ტანსაცმელში, არამედ ბევრ სხვა ელემენტებშიც იგრძნობა: როგორ ფარავენ და ავსებენ ისინი სხეულს, როგორ გადმოგვცემენ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეს კაცობრიობის ისტორიის ნაწილი და „დროის მანქანაა“. ვენდერსი აღწერს შეგრძნებებეს, რასაც იგი განიცდის იამამოტოს პერანგის ან ქურთუკის ტარების დროს: „მე ვგრძნობდი თავს დაცულად, როგორც რაინდი აბჯარში. თავიდანვე ისინი ახლებიც იყო და ძველიც, სარკეშიც ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდი“.

იამამოტო თვლიდა, რომ მისი ტანსაცმელი მართლაც აბჯარივითაა, იგი არასასურველი თვალისგან იცავს მფლობელს, ამასთან აქვთ საკუთარი სტილი.

რა თქმა უნდა, იამამოტოს კოლექცია მეტაფიზიკურია და ეს შინაგანი ბარიერების და კომპლექსების გადალახვის უნიკალური ხერხია.

„როცა ვფიქრობ მამაზე, მე მესმის, რომ ომი ჯერ კიდევ ბობოქრობს ჩემში“ — ამბობს იამამოტო ფილმში.

ბოლოსიტყვაობა.

ფილმში „ბეტმენი“ მთავარი გმირი ნიღბისა და ტანსაცმლის ქვეშ თავის ნამდვილ სახეს მალავს. ჩვეულებრივ ცხოვრებაში იგი ისეთვეა, როგორც ყველა. საკმარისია გაიკეთოს ნიღაბი და მისი ცხოვრება იცვლება. ძალიან ძნელია გაარჩო სად არის ნამდვილი ბრიუს უეინი და სად სუპერგმირი.

ტანსაცმელი უფლებას აძლევს იყოს ის, ვინც არის, მაგრამ გააჩნია რომელ სამოსში.

როცა ქუჩაში უცნაურად ჩაცმული ადამიანი შეგხვდებათ (თქვენი აზრით), დაფიქრდით, იქნებ ამ ტანსაცმელს მისთის დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნებ სუპერგმირია, რომელიც არავის გადარჩენას არ ცდილობს, როგორც ბეტმენი იქნებ იგი საკუთრი თავის გადარჩენას ცდილობს.