All Saints თავიდან ითვლებოდა მამაკაცის ქუჩის მოდის ბრენდად, დღეს კი ის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ერთ-ერთ პოპულარულ მარკას წარმოადგენს, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისათვის.

ბრიტანულმა ბრენდმა All Saints დამსახურებულად მოიპოვა პოპულარობა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის.

თბილისის პროგრესული საზოგადოება, რომელიც არ არის გულგრილი მოდური და ხარისხიანი ტანსაცმლის მიმართ, მოხარული იქნება იმ ფაქტით, რომ All Saints ბრენდის ტანსაცმლის შეძენა შესაძლებელი იქნება Twenty One Showroom-ში.

ბრენდის ისტორია, როგორც მამაკაცის ტანსაცმლის მარკა, დაიწყო 1994 წელს.

ახლა ინგლისური ბრენდი All Saints გადაიქცა იმპერიად, მილიონიანი ბრუნვით. იგი გვთავაზობს მამაკაცის, ქალის, ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ოჯახში გამოსაყენებელ ნივთებს.

All Saints დააარსა სტიუარტ თრევორმა 1994 წელს. 2003 წელს თრევორმა ის მიჰყიდა ახლანდელ მფლობელს — ქევინ სტენფორდს, რომელიც ხელმძღვანელობს ბიზნესს აღმასრულებელ დირექტორ სტივენ კრეიგთან ერთად.

სახელწოდება „ყველა წმინდანი“, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, შთაგონებული იყო ისეთი დიდი მუსიკოსების მემკვიდრეობით, როგორიცაა The Clash (All Saints Road). მუსიკალური მემკვიდრეობა დიდ როლს თამაშობს All Saints Spitafields-ის ესთეტიკაში, რასაც ყოველ კოლექციაში ვნახულობთ. მუსიკალურ გავლენას მივყავართ ბრენდისა და ბრიტანული მუსიკალური ინდუსტრიის ახალი ტალანტების თანამშრომლობის ისტორიასთან, ამის შესახებ კი ცოტა მოგვიანებით.

მარკამ სწრაფად მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული, მისი სტილი გახდა ქუჩის მოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით — კლასიკიდან მინიმალიზმამდე. ამასთან, ბრენდის კოლექციაში ბევრია ვინტაჟის სტილის ნივთი.

All Saints Spitalfields-ის ესთეტიკა

All Saints Spitafields უნიკალურია იმით, რომ ის არ ექვემდებარება ტენდენციებს, ამის ნაცვლად ბრენდს აკისრია მისია — შექმნას სახე კულტურის, მოდისა და მუსიკის შერწყმით. ეს არის ინდივიდუალური ტანსაცმელი, რომელიც გამოხატავს ადამიანის პოზიციას.

All Saints Spitafields ტანსაცმელი განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის.

თუ თქვენ თავისუფალი ხართ მიღებული სტერეოტიპებისგან — მაშინ თქვენ ჩაიცვამთ All Saints Spitafields-ს!

All Saints მარკის ტანსაცმლის ტარება უნდა იცოდე და ფრთხილად შეარჩიო ის, რაც გიხდება!

All Saints Spitalfields

ფერთა პალიტრა წარმოდგენილია ნაცრისფერისა და ჩალისფერის შეხამებით, ელეგანტურ არქიტექტურულ ფორმებთან და ვინტაჟურ სტილთან.

გაქექილი, გახეხილი ჯინსი, მოჩაჩული, ხალვათი ტრიკოტაჟი, გადაღებილი, გამოხარშული სვიტერი და ტყავის ქურთუკები — ეს ყველაფერი სრულყოფილად ეხმიანება ერთმანეთს, რათა შექმნას უნაკლო და მიმზიდველი გარეგნული შესახედაობა კაცებისათვის და ქალურობა გოგონებისათვის.

All Saints-ის დიზაინერები თვლიან, რომ ყველა გოგოს არ სურს იყოს ლამაზი Barbi-girl, არამედ თავხედი და ამასთან სექსუალური, ძლიერი მამაკაცური სილუეტებით.

All Saints-ის მამაკაცის ტანსაცმელი — ეს არის სიმკაცრე, ბრუტალურობა, გაჟღენთილი სითამამის ელემენტებით, რომლებიც მისი მფლობელის მსუბუქ „სიგიჟეზე“ მიგვანიშნებს.

ამ მარკის დიზაინერები ძირითადად ნატურალურ ქსოვილს იყენებენ, იშვიათად ძალიან ხარისხიანი სინთეტიური მასალის შერევით. ბანალური მაისურის დამზადებისას მის ქსოვილს უმატებენ ქაშმირს, რათა ამ ტანსაცმლის მფლობელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.

თავის ქალა — მარკის ნიშანი ან ლოგოტიპია, რომელიც დატანილია თითქმის ყველა თხელი ტრიკოტაჟის ნაწარმზე.

All Saints — ეს არამარტო ტანსაცმელი, არამედ ცხოვრების სტილიცაა.

ყველა მაღაზია მისდევს გრანჟის ესთეტიკას, ავთენტურად იმეორებს ორიგინალი მაღაზიის დიზაინს. Fouberts-ში (ლონდონის სავაჭრო რაიონში კარნაბი-სთრითზე) ყველა მაღაზიაში კედლები აგურისგანაა აშენებული, მოძველებული ხის იატაკით. ვინტაჟური საკერავი მანქანები ავსებენ კედელს ჭერიდან იატაკამდე.

All Saints Spitalfields

All Saints-ის მუსიკალური კულტურა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრენდ All Saints-ს მჭიდრო კავშირი აქვს მუსიკალური ინდუსტრიასთან, მუშობს როგორც ბრიტანული მუსიკალური სცენის ახალ ტალანტებთან, ასევე ვარსკვლავებთან: Stereophonics, Robbie Williams, U2, The Kooks, Babyshambles, Kelis и Kings of Leon.

წლის განმავლობაში All Saints ატარებს მუსიკალურ ღონისძიებებს — AllMusic და ცოცხალი მუსიკის კონცერტებს.

ამ ბრენდის კავშირი იმდენად ძლიერია მუსიკალურ ინდუსტრიასთან, რომ All Saints-ს აქვს საკუთარი რადიოსადგური, რომელთან დაკავშირებაც შეიძლება ვებ-საიტებით All Saints და Last FM. მხოლოდ საუკეთესო ტრეკები შეადგენენ ფლეილისტს, ვინტაჟური ჰიპ-ჰოპის ჩათვლით The Tribe Called Quest-სგან, კლასიკური Mowtown Marvin Gaye-სგან და ულტრათანამედროვე ელექტრო, ავსტრალიური ჯგუფისგან Empire Of The Sun.