ინგლისელი დიზაინერები, რომლებსაც თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ, ქმნიან must have ტრენდებს და მომავალშიც მამაკაცის ავანგარდული ტანსაცმლის ტონის მიმცემნი იქნებიან.

ლონდონი ბევრი მიზეზის გამო ავანგარდის მექად შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად, აქ მდებარეობს მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლეჯი Central Saint Martins (CSM), რომელიც თავისი სტუდენტების კრეატიული ენერგიითაა ცნობილი.

ლონდონში არის მთელი კვარტალი, სადაც ყველაზე პროგრესული დიზაინერული მაღაზიებია განთავსებული.

მამაკაცის მოდა “ყვავის“, ქალაქი მსოფლიო არენაზე ტალანტების განვითარების ძირითად კატალიზატორად იქცა.

ლონდონის მოდური ცხოვრების ძირითად ხიბლს მრავალფეროვნება წარმოადგენს. კულტურების ნაირსახეობა მოქმედებს დიზაინერული მაღაზიების ასორტიმენტზე.

ამ უნიკალური საზოგადოებიდან გამოჩნდნენ ტანსაცმლის დიზაინის მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც მუშაობდნენ ან მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლებში.

აი რატომ უნდა ვადევნოთ თვალი პერსპექტიული ინგლისელი დიზაინერების შემოქმედებას, ვიყოთ ახალი ტრენდებისა და იდეების საქმის კურსში.

Kiko Kostadinov

კიკო კოსტადინოვი პირველად 2 წლის წინ გამოჩნდა, Stüssy-ს 35 წლისთავის იუბილეზე. ამ ბულგარელმა დიზაინერმა შექმნა „ტოლსტოურები“ „ქუჩის მოდისთვის“, რომლებიც ძალიან მალე გაიყიდა.

Stüssy-სთან მუშაობის შემდეგ კოსტადინოვი სწავლობდა CSM-ში და იყო ბრიტანული მოდის საბჭოს NEWGEN Men-ის პრემიის ლაურეატი.

2016 წლის ივნისში კოსტადინოვმა წარმოადგინა თავისი სადებიუტო კოლექცია, რომლის მთავარ იდეას სამრეწველო უნიფორმებისა და სპეც-ტანსაცმლის გამოყენება წარმოადგენდა. უეცარი კომერცული წარმატების შემდეგ იგი პერსპექტიულ ინგლისელ დიზაინერად იქცა და დადო კონტრაქტი შოტლანდიურ ბრენდ Mackintosh-თან.

ლაბადებით ცნობილმა მაკინტოშმა დიზაინერი ახალი ექპერიმენტარული ხაზის „მაკინტოშ 001-ის“ შესაქმნელად დაიქირავა, Aitor Throup в G-Star-ს მსგავსად ხაზი ათობით გასაოცარი „უნისექს“ ხასიათისგან შედგება.

Mackintosh 0001 Kiko Kostadinov


Grace Wales Bonner

25 წლის ასაკში გრეის უელს ბონერმა სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო დიზაინერმა ევროპაში. იგი 1916 წლის LVMH-ის პრემიის ლაურეატია ახალგაზრდა მოდელიორებს შორის. მისი ნიჭი აღიარეს მოდის ჭეშმარიტმა ტიტანებმა, კარლ ლაგერფილდმა, მარკ ჯეიკობსმა, ფიბო ფილომ და რიკარდო ტისკიმ.

ბონერმა 2014 წელს სენტ-მარინსში მიიღო ბაკალავრის დიპლომი დიზაინისა და მარკეტინგის განხრით და ინგლისელი მოდელიორების ახალი ტალღის სახედ იქცა.

მოდა ბონერისათვის — მისი საკუთარი მემკვიდრეობის აღქმის საშუალებას წარმოადგენს. ინგლისური ფესვები დედის მხრიდან და იამაიკის — მამის მხრიდან, მას სხვადასხვა მხარეს „ექაჩებოდნენ“.

მისი პირველი კოლექცია A/W15 «Ebonics» V & A მუზეუმში, როგორც Fashion in Motion პრესტიჟული პროგრამის ნაწილი, გამოირჩეოდა რთული, ბისერით (მძივებით) გაწყობილი ტანსაცმლითა და დეკორით.

კოლექციის ჩვენებამ საზოგადოებას დაანახა მისი უნარი, შეეცვალა, როგორც მამაკაცის ტრადიციული შავი იდენტურობა, ასევე ევრო-ცენტრისტული ფუფუნება.

თავისი დებუტი მან ასე აღწერა: „ეს არის სივრცე ევროპულ, ელეგანტურ იდეალურ ფუფუნებასა და რაღაც ძალიან საკრალურს, აფრიკულს შორის“. ამ ციტატით ბონერმა ხაზი გაუსვა უნიკალურ კულტურულ იდენტურობას დიზაინისადმი. ამით იგი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ინგლისელ დიზაინერად აღიარეს.

перспективные молодые английские дизайнеры


Samuel Ross (A-COLD-WALL*)

დიზაინერი სამუელ როსი, ადრეულ ასაკში NIKE-სა და ADIDAS-ის კონტრაბანდით იყო დაკავებული. (თავისთვის და თავისი მეგობრებისთვის). ბედის ირონიით იგი აგრძელებს ტანსაცმლის წარმოებას, რომელიც ბაძავს ამ მავნე აზროვნებას.

ლესტერში, დემონტ ფორდის უნივერსიტეტში გრაფიკული დიზაინის განხრით დამთავრების შემდეგ, როსმა დაიწყო მუშაობა Virgil Abloh в OFF-WHITE-ში კრეატიული თანაშემწის რანგში. OFF-WHITE-ში მუშაობის გამოცდილება დაეხმარა მას შეესწავლა ტანსაცმლის ბიზნესის წვრილმანები, რათა შეძლებოდა დამოუკიდებლად მუშაობა.

წინააღმდეგობა უდევს საფუძვლად მის ახალ ბრენდს A-COLD-WALL, სინამდვილეში A-COLD-WALL — ეს არის ბრიტანული ქუჩის მოდისა და საზოგადოების მაღალი ეშელონების დახვეწილი მოდის შერწყმის მცდელობა.

A-COLD-WALL A-COLD-WALL A-COLD-WALL


Liam Hodges

თავისი პირველი ლეიბლი ლაიამ ჰოჯესმა 2014 წელს ჩაუშვა. ხაზი სწრაფად გახდა სახელგანთქმული ადამიანების ფავიროტი. Drake, FKA Twigs დაDanny Brown-ის ჩათვლით. წარმატების გასაღებს ძლიერი გრაფიკული ენისა და oversize სილუეტების გამოყენება წარმოადგენდა.

ჰოჯესმა ზუსტად იცის თავისი კოლექციით როგორ მოახდინოს შთაბეჭდილება. ხშირად უცნაური, ან მოულოდნელი კონცეფციებით და ორიენტირებით. მისი კოლექცია — 2017 წლის შემოდგომა/ზამთარი შთაგონებული იყო ჰექტორ აპონისის ციტატით სპექტაკლიდან: „მოწოდება ცივილიზაციის დაცემაში ეძებეთ“.

2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისათვის ჰოჯესი ბრიტანული გრაიმის (ინგლისური grime — მუსიკალური ჟანრი, აღმოცენებული აღმოსავლეთ ლონდონში 2000 წ. დასაწყისში (ისტ-ენდ) გერიჯისა და ჰიპ-ჰოპის პირაპირი?) და პირატული რადიოს ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

Liam Hodges Liam Hodges Liam Hodges


Martine Rose

რამდენიმე სეზონის განმავლობაში მარტინ როუზი მამაკაცის ანდერგრაუნდული მოდის სამყაროს ჰედლაინერად ითვლებოდა. როუზმა წარმატება ზუსტად ამ მიმართულებაში მიაღწია. მისი საფირმო „ფიშკა“ — მოკლე ტოპი (პერანგი) და ზედა ტანსაცმელია, სუპერ განიერი „კლიოში“ შარვლით, კოსტიუმები უცნაური პროპორციებით, რაც ნამდვილად შექებას იმსახურებს.

დიზაინერი როცა საკუთარ სტილს აღწერს, ის ამბობს: „მე ხშირად მეუბნებიან, რომ ეს 90-იანების დიზაინია, მაგრამ ეს ძლიან გამარტივებულია და ჩემ იდეას არ გამოხატავს“.

თუმცა დამოუკიდებელი დიზაინერების ხშირად არ ესმით, ხოლო როუზის მამაკაცის ტანსაცმელი დროული და გავლენიანია. როუზმა იცის რა აკლია მამაკაცის ტანსაცმელს და აკეთებს მას. მარტინ როუზი აგრძელებს დაიცვას თანამედროვე ხედვა მამაკაცის მოდის შესახებ.

Martine Rose Martine Rose Martine Rose


Craig Green

შესაძლოა, კრეიგ გრინი ამ სიაში ყველაზე ნაყოფიერი დიზაინერია. პირველი საკუთარი ლეიბლი 2012 წელს ჩაუშვა, რითაც, მამაკაცის ბრიტანული მოდის ახალი ტალღის პირველ რიგებში აღმოჩნდა.

სენტ მარტინსის კურსდამთავრებული გრინი სწავლობდა პროფესორ ლუი უილსონთან, რომელიც ასწავლიდა მოდის სამყაროს სხვა წარმატებულ დიზაინებს, მათ შორის ალექსანდრე მაქქუინს.

გრინი დიზაინის თავის ფილოსოფიაში სპეც-ტანსაცმლისა და უნიფორმის გამოყენების წყალობით გახდა ცნობილი. დაუვიწყარი იყო დიზაინერის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია. კოლექციამ რიგითი მაყურებლის აღტაცება გამოიწვია, ზოგი ამბობდა, რომ ჩვენება პოეტური და მოულოდნელად ემოციური იყო.

კრეიგ გრინი უამრავი ჯილდოს მფლობელია. მოდის კრიტიკოსების აღიარებასაც მიაღწია, კომერციული წარმატებაც მოიპოვა. მისი მარკა წარმოდგენილია საუკეთესო მოდურ გალერეებში: Dover Street Market, 10 Corso Como, Selfridges, Barneys, Joyce, Bergdorf Goodman и Galeries Lafayette.

წელს კრეიგ გრინი რიდლი სკოტმა ფილმ «Alien: Covenant»-ში ზოგიერთი ნივთის შესაქმნელად მიიწვია. როდესაც კოსტიუმების დიზაინერმა ჯანტი იეიტსმა Green’s Fall 2015 კოლექცია ნახა, მან გაიფიქრა, რომ გრინის ესთეტიკა ფირმის მისეულ ხედვას იდეალურად ეწყობა.

Craig Green Craig Green Craig Green


Matthew Miller
თავის კოლექციებში მეთიუ მილერი ნგრევასა და დეკონსტრუქციას „ეყრდნობა“. 2010 წელს მან მიიღო ხელოვნების სამეფო კოლეჯის დიზაინის მაგისტრის ხარისხი და ჩაუშვა თავისი პირველი ლეიბლი. მილერის ფილოსოფია მოდას, როგორც პროდუქტს პოზიციონირებს, ქმნის ნამდვილ ესთეტიკურ ნარევს ყოველდღიურ და სპორტულ ტანსაცმელს შორის ტექსტილის ექსპერიმენტებით.

მისი „2015 წლის შემოდგომა/ზამთრის“ კოლექცია, ეს იყო „ინტროვერსია“ პასუხად ომის უიმედობაზე. მოდელები პოდიუმზე გამოდიოდნენ წარწერებით ტანსაცმელზე: „ომი — თქვენ წინააღმდეგ და საზოგადოების წინააღმდეგ“.

Matthew Miller

 


Cottweiler

დიზაინერები — მეთიუ დაინტი და ბენ კოტრელი პირველად დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში შეხვდნენ. ისინი დამეგობრდნენ პარიზში გამგზავრების შემდეგ. ღამეებს ტექნო-კლუბებში ერთად ატარებდნენ.

Dainty და Cottrell-მა დაიწყეს ერთად მუშაობა, შექმნეს რამდენიმე პატარა კოლექცია და დაიწყეს გაყიდვა Tumblr-ის მეშვეობით. დიდი პოპულარობა 2012 წელს მოიპობეს, როცა ბრიტანულმა რითეილერ Primitive London-მა და იაპონურმა ქუჩის ბუტიკმა GR8 პუბლიკას მათი ბრენდი წარუდგინეს. ახალგამომცხვარი ექსპოზიცია ლეიბლს ეტიკეტი შემდეგ საფეხურზე აეყვანა.

Cottrell-ი სპორტული ტანსაცმლისადმი გადამეტებული ყურადღებითაა ცნობილი. ერთ ნაწილი, რომელიც ბრენდს განსაზღვრავს, ეს სპორტული კოსტიუმია. ორივე დიზაინერმა გამოთქვა „ქსოვილების გადაგვარება“, ხოლო 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის აბრეშუმისა და გამჭვირვალე სინთეტიკური ქსოვილების კომბინაციით გამოუშვა შავი სპორტული კოსტიუმი.

თავის უკანასკნელ 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის შემოთავაზება შთაგონებული იყო არამიწიერი, უკაცრიელი საზოგადოებით. კოლექციისთვის Cottweiler-ი თანამშრომლობდა Reebok-თან. მათთან ერთად შექმნა ფეხსაცმლის სრულიად ახალი მოდელები. ერთი ელვის შესაკრავით, მეორე კი ტრანსფორმირებული სამი ერთში კროსოვერით.

Cottweiler