დიდი რაოდენობის ჯინსებს შორის არის საკულტო მოდელები, რომლებიც შემდგომში ჰიტებად იქცა.

დიზაინერების საუკეთესო ჯინსები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მყიდველის აღფრთოვანებას იწვევენ.

 

Undercover «85» Denim

დიზაინერთა ჯინსები tbilisi
დიზაინერთა ჯინსები Undercover «85» Denim

Undercover — ავანგარდული ტანსაცმლის სავაჭრო მარკის ნიშას წარმოადგენს. თავისი დიდი ხნის ისტორიის მანძილზე «85» ჯინსის მოდელები გააჩნია. უდავოა, ეს ამ მარკის ყველაზე აღსანიშნავ ნამუშევარს წარმოადგენს. 2005 წლის “Arts & Crafts”-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში წარმოდგენილი ჯინსები რთული გაწყობით გამოირჩევა. ის შეიძლება პანკ-როკის დიზაინერ ჯონ ტაკახაშის მემკვიდრეობად ჩაითვალოს. უდავოა, ტაკაჰაშის თავის უკომპრომისო დიზაინში ბევრი ტანსაცმელი ვინტაჟური ჯინსის ქსოვილისგან ჰქონდა დამზადებული, ამ ჯინსების დანახვისთანავე მათი დავიწყება შეუძლებელია.

Junya Watanabe «Poem» Levi

დიზაინერთა ჯინსები tbilisi

მიუხედავად იმისა, რომ დენიმზე ბეჭდვა ახალს არაფერს წარმოადგენს, Watanabe მას ახალი კონცეფციით წარმოგვიდგენს.

მის საუკეთესო ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს ციტატებით დაბეჭდილი ჯინსები. თუმცა ყველასთვის არა, ჯინსები ციტატებით გველაპარაკებიან ცხოვრებაზე და სიყვარულზე. Watanabe-ს პეჩვორქთან თანამშრომლობის წყალობით ეს ჯინსები მშვენივრად ავსებენ სხვა ტანსაცმლის დიზაინს.

Julius Twisted Seam Jeans

დიზაინერთა ჯინსები Julius
დიზაინერთა ჯინსები Julius

Julius დაფუძნებული იყო Tatsuro Horikawa-ს მიერ შთაგონებული დიზაინერის არქიტექტურით და ძენ-ბუდიზმისადმი ინტერესით.

დაგრეხილი ჯინსები დღესაც გამოირჩევა, რადგან იდეალურად ზის ფეხსაცმელზე.

ჯინსებს S ფორმა აქვთ, რაც მათი წარმატების საიდუმლოს წარმოადგენს. დაწვრილებით Julius მარკის შესახებ.

Dior Homme «Claw Mark» Denim

დიზაინერთა ჯინსები Dior Homme
დიზაინერთა ჯინსები Dior Homme

ჰედი სლიმანეს მამაკაცის ტანსაცმელზე გავლენის გადაფასება შეუძლებელია. იყო დრო, როცა Dior Homme მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებას განსაზღვრავდა და შევიწროებულ სილუეტს გვთავაზობდა. კარლ ლაგერფილდმა 90 კილოგრამი დაიკლო, რომ სლიმანეს ვიწრო კოსტიუმი მოერგო.

Dior Homme-ში ჰედის მუშაობის პერიოდში მისი ჯინსები ყოველთვის ბესტსელერებად ითვლებოდა. მოდელი «Claw Mark» კი ყველაზე პოპულარული იყო. ეს ჯინსი ცნობილი ადამიანების, მაგ. ჯუდ ლოუს, ქაინი უესტის ფავორიტებად იქცა.

Visvim Social Sculpture Denim

დიზაინერთა ჯინსები tbilisi

Visvim-ის დამაარსებელი ჰიროკი ნაკამურა ტანსაცმლის კოლექციონერია და მისი გამოცდილება გვხვდება ლეიბლის დიზაინში.

ნაკამურამ განაცხადა, რომ ის არ არის დაინტერესებული 1930/40-იანი წლების ჯინსის სამოსის კვლავწარმოებით, არამედ უნდა შექმნას რაღაც ტრადიციულ სტილში.

Visvim-ის ჯინსები ხელით იღებება და შრება თოკზე, პროცესი ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადია, ამიტომაა, რომ Visvim-ის როგორც ჯინსები, ასევე ყველა პროდუქტი განსაკუთრებულია. ეს ჯინსები საოცრად მოხერხებულია.

Rick Owens DRKSHDW Denim

Rick Owens დიზაინერთა ჯინსები

2008 წელს Rick Owens-მა ჩაუშვა თავისი დენიმ-ორიენტირებული ხაზი DRKSHDW — ამ ხაზის მრავალფეროვნება ჯინსებს სრულიად უნივერსალურს ხდის. ფორმების და გაფორმების ფართო არჩევანი ყველა კოლქციაშია.

დაწვრილებით Rick Owens-ის შესახებ.

Balmain Biker Jeans

დიზაინერთა ჯინსები Balmain

Balmain-ის ბაიკერული ჯინსები რამდენიმე სეზონის ჰიტად იქცა, რამაც იმოქმედა ჯინსების ფასზე, ის თითქმის 1000 დოლარამდე ავიდა.

ბაიკერის ჯინსების მილიონობით ასლებს, რომლებიც იმეორებენ მოდელებს, შეხვდებით ყველგან, ისეთ ცნობილ მარკებთანაც, როგორიცაა მაგალითად ZARA.

დაწვრილებით Balmain -ის შესახებ.

Margiela Painted Denim

დიზაინერთა ჯინსები Margiela

თეთრ საღებავს Margiela-სთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ბელგიელი დიზაინერი საღებავს იყენებს, რომ გამოხატოს თავისი დაინტერესება იმაში, თუ რა ხდება მიმდინარეობაში.

Margiela-ს ჯინსებზე საღებავი თანდათანობით იფარება ნახეთქებით (ნაპრალებით), ადგილ-ადგილ ლაპლაპებს, ზუსტად ამაში მდგომარეობს დიზაინერის იდეა — გაცვეთასთან ერთად ნივთი თანდათან დეგრადირებს, აშიშვლებს ჯინსის ნამდვილ ქსოვილს.