ბევრისთვის იაპონური დიზაინი და ბრენდი პირველ რიგში დაკავშირებულა Rick Owens, Damir Doma და რა თქმა უნდა Yohji Yamamoto-სთან.

JULIUS — ეს განსაკუთრებული, ხანდახან პირქუში, ხისტი და მკაცრი სტილია.

დიზაინერული ტანსაცმლის იაპონური ბრენდი Julius სელექციურადაა წარმოდგენილი Twenty One Showroom-ში.

იაპონიის ქუჩების მკვეთრი ფერების წინააღმდეგ, JULIUS ირჩევს შავ, რუხ და შავ ფერებს.

JULIUS-ის ანომალიურად გრძელი ჯინსები და გრძელი მაისურები, ალბათ დიამეტრალურად უპირისპირდება მამაკაცის თანამედროვე იაპონური ტანსაცმლის ტრადიციულ იაპონურ მინიმალიზმს.

JULIUS - ახალი ესთეტიკა

კრეატიული დირექტორი Tatsuro Horikawa მშობლიური კულტურით დაბადებიდანაა შთაგონებული, იგი გაურბის ტრადიციულ კლიშეს და საცერემონიო მორთულობის ახალ, უფრო ცოცხალ მოსაზრებას გვთავაზობს.

Tatsuro Horikawa დაიბადა 1970-იანი წლების დასაწყისში იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით იზოლირებულ კუნძულ კიუსიუზე. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ის გადადის ტოკიოში, სადაც იგი ეზიარა ამ ქალაქის თავისუფალ და მეამბოხე სულს, მის ქუჩის მოდას.

ნეო-ტოკიოში თავის ცხოვრებას იგი ახასიათებს, როგორც სიცარიელეს, რაც მთელი თაობის შეგნებაში იყო, რომლებიც ხედავდნენ „ბასრ პირზე მოარულ“ აკირას და „შეშლილ მაქსს“.

julius японские дизайнеры

ჰორიკავა ტექნო და ინდუსტრიული მუსიკით განსაზღვრავს ტოკიოს შემოქმედებით საწყისს. ამ ხრინწიანი ტექნო ბგერებით ჰორიკავამ შექმნა თავისი „სამყარო“, რომლის გარდასახვაც JULIUS -ის ტანსაცმელში მოახდინა.

2000-იანი წლების დასაწყისში ჰორიკავა ვიდეო-ჟოკეი გახდა, ქმნიდა ვიზუალური ხელოვნების ინტენსიურ პროექციებს, დიჯეებთან ერთად გამოდიოდა ღამის კლუბებში. კლუბური ხისტი, მკაცრი, მკვეთრი ტექნო მუსიკისთვის ჰორიკავამ მუქი, ხაზობრივი ვიდეო რიგი შექმნა.

მხატვარი ვიზუალურ ეფექტებს ბგერების აკომპანიმენტად აღიქვამდა, სადაც მელოდიურობა საერთოდ არ იყო. ამით ყურადღებას ამახვილებდა ცალკეულ კომპონენტებზე და არ შემოიფარგლებოდა რითმით. ჰორიკავა თუმცა ხატავდა სურათებს, მაგრამ მისი ინტერესი ტანსაცმლისადმი ჯერ არ იყო განხორციელებული.

1994 წ. ჰორიკავამ ჯერ დაიწყო ტანსაცმლის ექსპერიმენტირება, შექმნა ხელოვნენის ნიმუშებისა და ტანსაცმლის კოლექცია გენმა ტაიცენის ანიმე-ფანტასტიკის საფუძველზე.

ეს კოლექცია ძირითადად ტექნო-სიუჟეტური მაისურებისგან შედგებოდა (რაღაც უჩვეულო, გაუგებარი), ჰორიკავამ გააკეთა პატარა კოლექცია ახლო მეგობრებისთვის, პირველ რიგში დიჯეებისთვის და მხატვრებისათვის.

თვლიდა რა, რომ სათქმელი ბოლომდე არ თქვა, ცდილობდა შეექმნა მთლიანი ფორმა, რადგან მაისურების სტანდარტული სიგრძე და ზომები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ გადმოეცა ის სამყარო, რომლის ასახვაც სურდა.

julius японские дизайнеры

ორი წლის შემდეგ, 1996 წელს ჰორიკავამ გამოუშვა თავისი პირველი ლეიბლი NUKE.

NUKE-ში ჰორიკავამ დაიწყო თვისი სტილის განვითარება, რაც გამოიხატებოდა გადამეტებულ სიგრძეში.

NUKE იყო არა მარტო ტანსაცმლის ბრენდი, არამედ მხატვრული მოძრაბაც, რომელიც აერთიანებდა მუსიკის ისტორიასა და ვიზუალურ ხელოვნებას ტანსაცმელთან.

თავისი ექვსწლიანი ისტორიის მანძილზე NUKE იაპონიის არტ-საზოგადოების ერთ-ერთი გავლენიანი ბრენდი გახდა.

2001 წელს ჰორიკავამ დახურა NUKE და ჩაუშვა JULIUS-ის პირველი ინტერაცია.

JULIUS-ის შექმნისას ჰორიკავას პირველად გეგმას ტანსაცმლის პროექცირების შეწყვეტა და წარმოება შეადგენდა. ამის ნაცვლადმის ახალ ბრენდს სხვა დიზაინერების კოლექციებისთვის აუდიო და ვიზუალური ეფექტები უნდა შეექმნა.

ახალმა პროექტმა ჰორიკავას საშუალება მისცა ტექნო-მუსიკისა და სამრეწველო დიზაინისადმი სიყვარული გაეერთიანებინა, რათა დიზაინერებისათვის ტანსაცმლის დემონსტრაციისთვის იდეალური ატმოსფერო შეექმნა.

ბრენდ JULIUS-ის ტანსაცმლის შექმნა ჰორიკავამ 2004 წელს დაიწყო.

NUKE-ს სტილისა და ფორმის გამოყენებით დიზაინერმა ავანგარდული გოთური მოდიდან დიზაინერის კონცეპტუალური ტანსაცმლის სეგმენტში გადაიყვანა მდიდრული ქსოვილითა და მოსართავებით.

JULIUS-ს აქვს ორი ძირითადი ხაზი: მამაკაცის ხაზი JULIUS_7 და MA Julius, ნეიტრალური, დიფუზიური ხაზის სქესის მიხედვით.

JULIUS-ს ჰორიკავა 7 სიტყვით აღქერდა: „შავი, ქაოსური, საწარმოო, ტექნო, ავანგარდი, თანამედროვე, მინიმალური“.

ამასთან, დიზაინერი „შეშლილია“ ციფრ შვიდზე. მისი დაბადების თვეა — ივლისი — წელიწადის მეშვიდე თვე, აკავშირებს 7 სიტყვასთან, რომელიც აღწერს მის კონცეფციას.

JULIUS დიზაინერის შარვალი ზედნადები ჯიბეებით.

JULIUS დიზაინერის შარვალი ზედნადები ჯიბეებით.

JULIUS-ის საფუძველი შავით გატაცებაა. ჰორიკავა აღწერს,რომ შავი ყველაზე სუფთა ფერია. როცა მას ჰკითხეს შავის ელფერების შესახებ, მან უბრალოდ თქვა: სრულყოფილი შავი — ესაა ყველაზე შავი. შავი, რომელსაც გააჩნია სიღრმე და ნიუანსები“.

NUKE-ს წარმატების საფუძველზე, JULIUS-მა სწრაფად მიიქცია ყურადღება თვისი მუქი, პოსტ-აპოკალიფტური დიზაინით. 2008 წელს იაპონიაში წარმატების შემდეგ ბრენდი წარდგენილი იქნა პარიზის მოდის კვირეულზე. ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება აუცილებელია წარმატებული სტარტისთვის. რის შედეგადაც JULIUS-ი მალე ევროპელი მყიდველების საკულტო ბრენდად იქცა. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ჰორიკავას თავისი დიზაინის იდეალისთვის არ უღალატია, ის ნეო-ტოკიოსთვის დამახასიათებელი ტექნო-ესთეტიკის ერთგული დარჩა.

ჰორიკავამ JULIUS-ის, როგორც ხისტი, მკაცრი, ინდუსტრიული და კონტრასტული ესთეტიკის კონცეპტუალიზება მოახდინა. ქაოსი ნამდვილად შეინიშნება JULIUS-ის ტანსაცმელში: დახეული მუხლები, დიდი ფორმები და ჩამოკიდებული ძაფები. დიზაინში აშკარაა აქცენტები ინდუსტრიულ ესთეტიკაზე, სტრუქტურისა და შემადგენლობის საოცარი დონის გათვალისწინებით. JULIUS-ის ტანსაცმელი საოცრად ათანხმებს საგულდაგულოდ შერჩეულ კონსტრუქციას და „ნგრევას“.

ჰორიკავა თვლის, რომ სრულყოფილება სიმახინჯეა. ინდუსტრიალიზებული ქაოსის შედეგად მან შექმნა ახალი პოსტ-აპოკალიფსური მოდა.

2011 წელს გაიხსნა JULIUS-ს საფლაგმანო მაღაზია ჰონკონგში (ჰორიკავას საყვარელი ქალაქი). მაღაზიაში ყველაფერი დაპროექტებული იყო შავ ფერებში შეპირისპირებული ქალაქის ნეონის განათებასთან.

ბერლინში, მსოფლიოს ტექნო-მუსიკის დედაქალაქში, ბრენდმა იაპონელი ექსპატრიანტების საოცარი მხარდაჭერა მოიპოვა. აქ დაუმეგობრდა იგი სერხიო ეუსების, ლივიო გრაციოტინსა და ანტონიო პინჩინოს, Kuboraum-ის დამაარსებელს, მათთან ერთად მან საზოგადოებას წარუდგინა ბოლო რამოდენიმე სეზონის სათვალე.

JULIUS-ის საფუძველს არა მარტო ინდუსტრიული პეიზაჟი და ტექნო-მუსიკა აყალიბებს. ხშირი მოგზაურობა ჰორიკავას შემოქმედების მამოძრავებელ ძალად იქცა. მომთაბარე, მოხეტიალე ცხოვრების წყალობით ის ეცნობა ტომებს და ხალხს მსოფლიოში. მათთვის დამახასიათებელი ემოციები და ტანსაცმელი შემდგომში თავის კოლექციებში განხორციელდა. ტიბეტში დიზაინერი ეცნობა ბუდისტურ ბერებს, რათა იპოვოს ძენი, ამ გრძნობის თავის ტანსაცმელში გადმოსატანად. სიმშვიდე, რომელსაც ის შეიგრძნობდა მოგზაურობის დროს, აისახა JULIUS-ის ერთ-ერთ კოლექციაში, მის ნარნარა ფორმის პერანგებში.

ჩრდილოეთ აფრიკაში ესკაპადის დროს ჰორიკავა მოიხიბლა ტუარეგებით. ქსოვილის მთელ ტანზე მოფარდაგებამ სული ჩაუდგა JULIUS-ის „გაზაფხული-ზაფხული 2016“ კოლექციის დიდ ნაწილს.

მოგზაურობის გარდა, ჰორიკავას შთაგონების წყაროს იაპონელი დიზაინერები და კულტურა წარმოადგენდა.

ჰორიკავას სიყვარული იამამოტოს მიმართ აშკარაა, რადგან ის აფართოებს დიზაინის ენას, რომელიც იამამოტოს შავი ფერის და ანდროგინური სილუეტების ინტენსიურად გამოყენებაში ეხმარებოდა.

ასევე კავაკუბოს თავქარიანმა ბუნებამ და ქსოვილის მოულოდნელმა არჩევანმა ჰორიკავაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რამაც იგი მიიყვანა იქამდე, რომ ფორმისა და მიზნის მისაღწევად ყოველთვის ძიებაში ყოფილიყო.